ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ “პირველად ხდება მთელი პანდემიის ისტორიაში, როდესაც ბავშვების საწოლების დამატება გახდა საჭირო”.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ბავშვია მოთავსებული.
“ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას კორონავირუსის “დელტა” შტამი აქვს”. ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ბავშვია მოთავსებული”, – აღნიშნა ციციშვილმა.
