პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous-მ მომხმარებელს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის ახალი ყვავილოვანი არომატი წარუდგინა.
ქალურობის ახალი გამოხატულება- ასე ახასიათებენ Mon Guerlain-ს.
სუნამო შთაგონებულია ანჯელინა ჯოლის მიერ, რომელიც არის დედა, ქალი, თავისუფალი, კეთილშობილი, თავდადებული. Mon Guerlain – ეს არის პატივისცემის გამოხატულება დღევანდელი ქალების მიმართ.
”ქალურობა– როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და იდუმალი სიტყვა…ნაზი, თამამი და სასურველი, ქალურობა აღგვაფრთოვანებს, აღმაფრენას და აღტაცებას იწვევს. ამბობენ, რომ ქალი სათუთი და სუსტია, სინამდვილეში კი ეს წარმოუდგენელი ძალაა, რადგან ის სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის საწყისია.
ქალებს ბევრი განსხვავებული მხარე აქვთ. მრავალმხრივი ქალურობა, ამაყი და ემანსიპირებული, ამავდროულად ნაზი და მიზანდასახული, რომელიც არასოდეს ნებდება და სჯერა საკუთარი ოცნებების. ამ ყოველივეს სათქმელად სულ მცირე ერთი სუნამო იყო საჭირო. ნაზი ყვავილობა- ცოცხალი და ნაზი ინტერპრეტაცია, რომელიც შთაგონებულია ცისკარზე ყვავილების გაშლით. ეს ქალურობის ახალი შტრიხია Guerlain Perfumer-ისგან”, – განმარტავენ Voulez-Vous-ში.
“ამ კომპოზიციისთვის გვსურდა, ყურადღება გაგვემახვილებინა ყვავილის ასპექტზე და სწორედ ამიტომ, თეთრი ყვავილების თაიგულის სახე მივეცით და სამბაკის ჟასმინით დავაგვირგვინეთ, რაც Mon Guerlain-ის სავიზიტო ბარათია,“ –აღნიშნავს დელფინ ჯელკი, რომელმაც პარფიუმერ ტიერი ვასერთან ერთად შექნა სუნამო.
“ქალურობის მზიანი, ნათელი და კეთილშობილი შტრიხი გამოხატულია დიდი რაოდენობით ჟასმინის ნოტის მიერ, ზუსტად ჩემი კოლეგა დელფინის მსგავსად“, – დასძენს ტიერი ვასერი.
მანათობელი ჟასმინი – ამ გამორჩეული ნატურალური ინგრედიენტის დიდი რაოდენობით გამოყენება პარფიუმერის გაბედული ნაბიჯია, რაც განსაკუთრებით გამოკვეთს Mon Guerlain-ის ლავანდა-ვანილის აკორდს.
სუნამოს ფლაკონი
გაბრიელ გერლენის დიზაინის მქონე ეს ოთხსახოვანი ფლაკონი ბაკარას სახლმა 1908 წელს შექმნა. მასში მოთავსდა ლეგენდარული სურნელი და წლების განმავლობაში თავი დამკვიდრა, როგორც გერლენის საკულტო ფლაკონი. იგი შთაგონების წყაროდ იქცა ხელოვანებისთვის და დიზაინერებისთვის, რომლებმაც მისი არაერთი ინტერპრეტაცია შექმნეს.
დახვეწილი, გრაფიკული და თავშეკავებული, იგი შთაგონებულია ალქიმიკოსის ბოთლისგან, სახელი კი ,,ოთხსახოვანი“ (“quadrilobé”) მისი თავსახურის ფორმის დამსახურებაა.
ფლაკონი აერთიანებს სიმეტრიული ხაზების სიძლიერის და მოქნილი ხაზების სექსუალურობის კონტრასტს და ქმნის ძლიერი, თავისუფალი და სექსუალური ქალურობის გრძნობას.
190 წლის განმავლობაში გერლენის პარფიუმერების ხუთი თაობა პარფიუმერიის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. 190 წლის განმავლობაში ისინი იკვლევდნენ დედამიწას იშვიათი და ძვირფასი ინგრედიენტების მოსაძიებლად, იგონებდნენ სრულიად ახალ აკორდებს და ქმნიდნენ 1,100-ზე მეტ არომატს.