LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება, რომ ეს პერიოდი შემცირდეს: გამყრელიძე

134
ამირან გამყრელიძე

“ჩვენთან დღევანდელი მოქმედი რეგულაციით, ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, ამიტომ ზოგს არ უწევდა აცრა. ახლა ვაპირებთ, ეს ახალი ინიციატივაა – იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება, რომ 120 დღე შემცირდეს, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში გახლავთ სხვადასხვა – 30-დან 90 დღემდე.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ვაქცინირებულ სამედიცინო პერსონალზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი:

“სამედიცინო სექტორში 65 000 ადამიანია დასაქმებული. ექიმი, ექთანი, უმცროსი და დამხმარე სამედიცინო პერსონალი. აქედან დღეს – აცრილია 12 000-მდე ადამიანი, მათგან 50 პროცენტი არიან ექიმები. 18 000 ექიმია ქვეყანაში დასაქმებული და აქედან დაახლოებით შვიდ პროცენტამდეა აცრილი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა, თუ ჩვენთან მოსახლეობაში საერთო ინფიცირება არის შვიდი პროცენტი, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არის 33 პროცენტი. ანუ ამ 65 000 ადამიანიდან 33 პროცენტია ინფიცირებული.

მოგეხსენებათ, ჩვენთან დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, ამიტომ ზოგს არ უწევდა აცრა. ახლა ვაპირებთ, ესეც ახალი ინიციატივაა, იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება, რომ 120 დღე შემცირდეს, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში გახლავთ სხვადასხვა – 30-დან 90 დღემდე. დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიური იქნება აცრების პროცესში ჩართული. საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g