საქართველოში აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს პარლამენტი, მთავრობა და ერთადერთი ფუნქციური შტო სახელმწიფოში დარჩა მედია, დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებულ აქციაში იღებს მონაწილეობას.
მისი თქმით,„დღეს აქ ყოფნა არის არა უბრალოდ ქართული მედიის მხარდაჭერა, არა უბრალოდ თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა.
“დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა. თქვენ აქ უნდა იყოთ და მე აქ იმიტომ ვარ, რომ ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც, მე ვიცავ ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ვიცავ ქართულ სახელმწიფოს. პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება არის ადეკვატური მოთხოვნა. ეს ადეკვატური მოთხოვნა არანაირად არ გამორიცხავს სამართლებრივ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველა ფიგურანტის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, რომ მეორედ სხვა პრემიერ-მინისტრს არ მოუვიდეს თავში ასეთი ბინძური ალიანსის შეკვრა კრიმინალებთან იმისთვის, რომ გადაუხადოს პოლიტიკური „პაგრომი“ თბილისის ცენტრში. ეს უნდა ვიცოდეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ არ მოვითხოვთ, ჩვენ ფაქტობრივად, ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ და სხვა პრემიერებმა ასეთი „პაგრომები“ ჩაატაროს, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ვატო წერეთელი: ამდენი პროტესტია, სად არის ქალაქის მერი, არ უტყდება? არ რცხვენია?
ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ