ამდენი პროტესტი არის ქვეყანაში, სად არის ქალაქის მერი? – ეს განცხადება ტელეკომპანია “პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე მიკვირს, ამდენი პროტესტია ქვეყანაში, სად არის ქალაქის მერი? სად არის? ინფორმაცია მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამო გადადო ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ მოუწევს მისი პრეზენტაციის გადადება და არ უტყდება? არ რცხვენია? აი, მოდიან ხომ ადამიანები? ერთი პროტესტი, ორი პროტესტი, სამი პროტესტი! ქალაქის მერი ხომ არის? ხომ უნდა იბრძოლოს, რომ ქალაქის მერი კიდევ გახდეს, არ უტყდება? არ რცხვენია?,- განაცხადა ვატო წერეთელმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. გადაკეტილია მთავარი გამზირი.
ამ წუთებში სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.