როდესაც ადამიანი მშიერია, იმას ვერ ეუბენბი, რომ რაღაცისთვის იბრძოლე ჩემთან ერთად, რადგან საკუთარი შვილი უნდა გამოკვებოს, – განაცხადა ტელეწამყვანა ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელოვნურად აღარიბებს ქვეყანას, ხელოვნურად აშიებს ხალხს, რომ შემდეგ, დიახ, კარტოფილით მიიღოს მისი ხმა.
ჩვენ ამაზე თითქოს ვქილიკობთ, მაგრამ საერთოდ არ არის სასაცილო. შიათ და დიახ, დღეს უკვე ისეა, რომ კარტოფილით ხდება ხმის მოპოვება.
მეორე, პოლიტიკური ოპონენტებისგან ბუას შექმნით კარგად ახერხებდა ფონის გასვლას, უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩარჩა იმ დროში, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. იმის შემდეგ კი ქვეყანას დიდი გარბენი აქვს და ამას ვერ დაეწია”,- ამბობს ჟორჟოლიანი.
პარლამენტის წინ მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები თვალს ადევნებენ სამი ტელევიზიის,”მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” ერთობლივ საგანგებო სატელევიზიო ეთერს.
აქციაზე იმყოფებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
ამავე თემაზე:
“გაჩვენებთ რა შეგვიძლია“ – მედიის წარმომადგენლები ხვალ ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან
ვატო წერეთელი: ამდენი პროტესტია, სად არის ქალაქის მერი, არ უტყდება? არ რცხვენია?
ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ