LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

95
Untitled

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერატაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვოლოდიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g