LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავის დანებება თუ იატაკქვეშეთში გადასვლა? თამბაქოს მომხმარებლების რეაქცია გამკაცრებულ რეგულაციებზე” – ISET კვლევის შედეგებზე

123
1

“თავის დანებება თუ იატაკქვეშეთში გადასვლა? თამბაქოს მომხმარებლების რეაქცია გამკაცრებულ რეგულაციებზე” – ამ სათაურით ვრცელ მიმოხილვას ISET-ის კვლევითი ცენტრი აქვეყნებს. 

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 27.1% ეწევა თამბაქოს „ტრადიციულ“ პროდუქტს (ყოველდღიურად ან უფრო იშვიათად), რაც 3.9 პროცენტული პუნქტით (ან 12.7%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს. ეს შემცირება მეტწილად მოდის მამაკაცებზე, რომლებიც ნაკლებს ეწევიან – 43.3% 2021 წელს, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა, მწეველი ქალების წილი კი ამჟამად ოდნავ მეტია 2016 წელთან შედარებით. რეგიონული თვალსაზრისით, მოწევა ყველაზე გავრცელებულია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი მწეველია.

“კითხვარში წარმოდგენილი იყო კითხვები მოსახლეობის ზოგად მახასიათებლებზე, მოწევასთან დაკავშირებულ ქცევებზე, ასევე, რას ფიქრობს საზოგადოება მოწევისთვის თავის დანებების მეთოდებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის გავლენაზე.

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა, კვლევისთვის შეირჩა 1 236 ადამიანი. კვლევის დიზაინი საშუალებას გვაძლევს, შედეგები გავაანალიზოთ როგორც გენდერულ, ისე რეგიონულ ჭრილში (დედაქალაქი, სხვა ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებები). ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის WHO STEPS-ის შემდეგ ეს პირველი კვლევაა თამბაქოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოწევის გავრცელება

 

 

ეს ცხრილი პასუხობს კითხვებს – ეწევით თუ არა თამბაქოს, სიგარეტს, შესახვევ თამბაქოს, ჩიბუხს, სიგარებს და ა.შ.?

?  ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 27.1% ეწევა თამბაქოს “ტრადიციულ” პროდუქტს (ყოველდღიურად ან უფრო იშვიათად), რაც 3.9 პროცენტული პუნქტით (ან 12.7%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს.

?  შემცირება მეტწილად მოდის მამაკაცებზე, რომლებიც ნაკლებს ეწევიან – 2021 წელს ეს მაჩვენებელი 43.3%-ია, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა, მწეველი ქალების წილი კი ამჟამად ოდნავ მეტია 2016 წელთან შედარებით.

?  რეგიონული თვალსაზრისით, მოწევა ყველაზე გავრცელებულია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი მწეველია.

როგორც კვლევის შეფასებაში ვკითხულობთ, შედეგები ხაზს უსვამს ბოლო წლებში თამბაქოს მაკონტროლებელ კანონმდებლობასა და დაბეგვრაში განხორციელებული ცვლილებების ეფექტიანობას:

“კვლევით დადგენილი თამბაქოს მოხმარების შემცირების მასშტაბები საქართველოში მნიშვნელოვნად განსხვავებულია სიგარეტის ბაზრის ჩვენი წინა შეფასებისგან (რომლის ფარგლებშიც 2016-2019 წლებში გაყიდული სიგარეტის რაოდენობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა). ამ განსხვავებას, სავარაუდოდ, ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღრავს:

➤   ბოლო წლებში მოწევის ინტენსივობა შემცირდა – მწეველები დღეში ნაკლებ სიგარეტს მოიხმარენ;

➤  კვლევის მონაცემები მოიცავს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ ბაზრებს, ხოლო ჩვენი შეფასებები ემყარება საქსტატის ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების მონაცემებს, რაც მხოლოდ სიგარეტის ლეგალურ ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციას ასახავს.

კვლევამ ასევე შეაგროვა ინფორმაცია თამბაქოს “ზიანის შემამცირებელი პროდუქტების” (HRP) მოხმარების შესახებაც, რომლის პოპულარობა საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, რადგან ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 3.5% და 3.3%, შესაბამისად, ეწევა ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არაერთმა კვლევა დაადასტურა, რომ სიგარეტის მოწევაზე უარის თქმის მიზნით ელექტრონული სიგარეტის მოწევა მცდარი აზრია. “პირიქით, ეს ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარებას ან, ხშირ შემთხვევაში, კომბინირებულ მოხმარებას.” – ამბობენ NCDC-ში. 

 

საზოგადოებრივი აზრი ტრადიციული და ელექტრონული სიგარეტის უარყოფით გავლენაზე

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საზოგადოებრივი აზრი ტრადიციული და ელექტრონული სიგარეტის უარყოფით გავლენაზე გაიყო:

?  გამოკითხულთა 20,7% ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი სიგარეტი უფრო მავნებელია, ვიდრე ელექტრონული სიგარეტი;

?  16,8%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია;

?   გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ისინი ერთნაირად საზიანოა, ხოლო დანარჩენებმა ან უარი თქვეს პასუხზე, ან არ იცოდნენ პასუხი.

საზოგადოებრივი აზრი რეგიონულ და გენდერულ ჭრილში ამ ზოგად ტრენდს მისდევს, ერთი მცირედი განსხვავებით – ქალების მხოლოდ 11,4% ფიქრობს, რომ ელექტრონული სიგარეტის მოწევა უფრო საზიანოა.

 

მოწევისთვის თავის დანებების პროგრამები საქართველოში

 

“WHO-ის მონაცემებით, მოწევისთვის თავის დანებების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებამ, სრული ან ნაწილობრივი დაფარვით, კონსულტაციის, მედიკამენტების და უფასო სატელეფონო კავშირის ჩათვლით, შეიძლება გააორმაგოს თამბაქოს მომხმარებლის შანსები, წარმატებით დაანებოს თავი მოწევას. ამიტომ თამბაქოს მოხმარების კონტროლის ღონისძიებების სრული ეფექტიანობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება.” – ვკითხულობთ ISET-ის ანგარიშში.

კვლევის შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ საქართველოში მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი სერვისების ხელმისაწვდომობა და მათზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

რესპონდენტებს ჰკითხეს, ცდილობდნენ თუ არა მოწევის შეწყვეტას ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რომელი მეთოდი გამოიყენეს, რაზეც მონაწილეთა თითქმის ნახევარმა უპასუხა, რომ:

?  არ ცდილობდა თავის დანებებას;

?  13,4%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა;

?  რესპონდენტთა მხოლოდ 2.2%-მა გამოიყენა ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, სხვა მედიკამენტები და სამედიცინო დაწესებულებებში კონსულტაცია;

?   3.3% გადავიდა ელექტრონულ სიგარეტზე ან გასახურებელ თამბაქოზე;

?   აბსოლუტური უმრავლესობა (32.7%) ცდილობდა მოწევისთვის თავის დანებებას დამატებითი მეთოდების გარეშე – მხოლოდ თვითკონტროლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g