ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
„ჩვილი დელტა შტამით იყო ინფიცირებული. აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. ბოლო დღეების განმავლობაში მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა. ჩვიილი გვიან ღამით გარდაიცვალა.“ აცხადებენ კლინიკაში.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მესამე ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება და უარესობისკენ დინამიკა არ შეინიშნება.