“უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან”, – ასე მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე. მან ჟურნალისტს ლექსო ლაშქარავას ფოტო ხელიდან გამოსტაცა.
„უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, თქვენი კოლეგის. ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის“, – მიმართა გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ამ წუთებში დედაქალაქის მერობის წარდგენის ღონისძიების პარალელურად, ჟურნალისტები 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო აქციას მართავენ.