LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალფა იქნება თუ დელტა, ორივე შემთხვევაში ვლინდება სიმძიმე” – როგორია ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული ჩვილის მდგომარეობა

172
BeFunky-collage (8)

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ ჩვილს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ციციშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

ციციშვილის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი იყო მოთავსებული. ერთი 16 ივლისს გარდაიცვალა, მეორე კი 20 ივლისს.

“დელტა შტამს განსაკუთრებულ სიმძიმეს მიაწერენ, თუმცა აქედან, ორი იყო ალფათი ანუ ბრიტანული შტამით დაავადებული და ერთი ე.წ. ინდურით.

არ აქვს მნიშვნელობა, ალფა იქნება თუ დელტა, ორივე შემთხვევაში ვლინდება სიმძიმე.

ძალიან ცუდი დამთხვევა მოხდა და სამივემ ერთად მოიყარა თავი. ეს არ არის მხოლოდ ამ კლინიკის მაგალითი და მინდა ეს ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ჩვენთან თავს იყრიან დამძიმებული პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა თუ სხვა ჩარევები.

ჩავთვალოთ, რომ ეს სამი შემთხვევა არის საქართველოს მასშტაბით სამი შემთხვევა და არა ის, რომ სხვაგანაც შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა. ამიტომ გადმოიყვანეს სხვადასხვა კლინიკებში დამძიმებული, სამივე პაციენტი ჩვენთან”, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ციციშვილის კლინიკის დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თუ გვინდა შვილები დავიცვათ, ჩვენ თავადვე უნდა ვიყოთ დაცულები.

“ეს პრობლემა ყველას ეხება. ვის როდის და როგორ გაუჭირდება არავინ არ იცის. ამიტომ ჩვენი წვლილი არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მითითებას უნდა დაველოდოთ.

თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენს გარშემო ტრიალებს.

განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რადგან მათთან ვერ ხდება ვაქცინირება, 5 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარებაც ვერ ხერხდება.შესაბამისად, იმ წესების დაცვა, რომლის გაკეთება დიდებს შეუძლიათ მარტივად, ბავშვებთან ამის მიღწევა არის ძალიან რთული და ბევრ შემთხვევაში შეუძებელი. ერთადერთი საშუალება ბავშვი დავიცვათ არის ის, რომ დიდები ვიყოთ დაცულები და არ მივუტანოთ ბავშვს ეს ინფექცია.

ისედაც იცით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი 2%-დან 3%-მდეა, რაც ჩემი აზრით, ჩვენთვის საკმაოდ სამარცხვინო მაჩვენებელია. ფაიზერი ახლა შემოდის, მაგრამ ორი ტიპის ჩინურ ვაქცინაზე ძალიან დაბალია ჩაწერა, ახლაც დარჩენილია ეს ვაქცინები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სრულად მოხდეს ჩვენი ვაქცინაცია, თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ”, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

“ამ სიმპტომების დროს განგაშის ღილაკი უნდა ჩავრთოთ, დავიწყოთ სუნთქვის დათვლა” – დავით რეხვიაშვილი მშობლებს მიმართავს

 

magti 5g