ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით „ნასამ“ იუპიტერის მთვარე განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობის პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა.
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ განიმედე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე დიდი მთვარეა, ყინულის უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს — იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე დედამიწის ოკეანეები ჯამში. თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ განიმედეზე წყალი სხვა აგრეგატულ მდგომარეობაშიც შეიძლება არსებობდეს, აქამდე მხოლოდ თეორიები არსებობდა.
არის თეორია იმის შესახებაც, რომ მთვარის ზედაპირის ქვეშ არსებული უზარმაზარი ოკეანე შესაძლოა იყოს ადგილი, სადაც არამიწიერი სიცოცხლის მარტივი ფორმის არსებობა შესაძლებელია.
კვლევის მიხედვით, რომელიც Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა ირკვევა, რომ მეცნიერებმა განიმედეს ზედაპირზე სუბლიმაციის შედეგად წამროქმნილი წყლის ორთქლი იპოვეს.
გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ მთვარის ატმოსფეროში მოლეკულური ჟანგბადი (O2) თითქმის არ მოიპოვება. ეს გასაკვირია, რადგან ჯერ კიდევ 1998 წელს ჰაბლის მოპოვებული მონაცემები მიუთითებდა იმაზე, რომ განიმედეს ატმოსფერო უმეტესად ატომური ჟანგბადისგან (O) შედგება.
„ნასა“ უახლოეს წლებში იუპიტერის მთვარეების შესწავლას დიდ დროს დაუთმობს. მათ კვლევასი უფრო აქტიურად აპირებს ჩართვას ევროპის კოსმოსური სააგენტოც (ESA), რომელიც უახლოეს მომავალში იუპიტერის მთვარეებზე ორბიტერის გაგზავნას გეგმავს.