LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან დასავლეთის გზით წახვალთ, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევს: ჟიგიმანტას პავილიონისი

56
1

“საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია – ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ”, – ამ კითხვით ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

პავილიონისი “მთავარ არხთან”  საუბრობს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 19 აპრილის შეთანხების ანულირება მოხდა და ამბობს, რომ ელოდებიან შარლ მიშელის რეაქციას და ყველა იზიარებს ამ იმედგაცრუებას:

“ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსახვავებული ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ს გევრდით ყოფნა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია – ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ.

თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიძლება”, – თქვა მან.

პავილიონისი ასევე ამბობს, რომ შარლ მიშელის ძალისხმევა უპრეცედენტო შემთხვევა იყო და საქართველოს მთავრობამ ეს უნდა დააფასოს.

შეგახსენებთ, 28 ივლისს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტს ანულირებულად აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g