ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შონ პენი სარეჟისორო საქმიანობას უბრუნდება. 60 წლის მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს, სადაც მთავარ როლს ასრულებს და ფილმში მისი პარტნიორი, მისი ქალიშვილი დილან პენია. ფილს ჯენიფერ ფოგე-ლის 2005 წელს გამოსული წიგნის მიხედვით იღებენ და მისი სახელწოდებაა „დროშის დღე“.
შონ პენის საუკეთესო როლები – რჩეული ფილმები
ფილმში შონ პენი და დილანი ასევე მამა-შვილის როლს ასრულებენ. შონ პენის გმირი თაღლითია, რომელიც შვილს კრიმინალურ წარსულს უმალავს.
ფილმის პირველი თრეილერი უკვე გამოჩნდა და ის სავარაუდოდ ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა.