„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
“მე, ნიკა მელია ვტოვებ საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემივე, ძალიან პრინციპული თხოვნით, ჩვენი მეგრობრები ამ ეტაპზე რჩებიან პარლამენტში.
აგერ ჩვენ და აგერ თქვენ, ორ თვეში რეფერენდუმში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ეს რეჟიმი დათმობს მართვის სადავეებს”, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით საარჩევნო პროცესში ის ელენე ხოშტარიასთან ერთად ერთვება.
„მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუში მონაწილეობის მისაღებად“, – თქვა მელიამ.
გადაწყვეტილების შესახებ ვრცელი განცხადება ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გაავრცელა.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია 23 ივლისს დაასახელა.