LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში, სამგორის რაიონსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

172
პარკირება

დღეიდან გლდანისა და სამგორის რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.

„საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

  1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;
  2. მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;
  3. ბახტრიონის ქუჩა N13;
  4. ბახტრიონის ქუჩა N30;
  5. სულხან ცინცაძის ქუჩა N61;
  6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;
  7. აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;
  8. სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);
  9. ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;
  10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;

ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეეძლოთ.

აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთ ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g