ბორჯომში, ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენა იწყება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა 250 ჰექტარის აღდგენაა დაგეგმილი. აღნიშნულზე მინისტრმა მედიის წარმოამდეგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 300 000 ნერგი უკვე გამზადებულია.
“გაკეთებულია ნიადგის ანალიზი და 2018 წლის შემოდგომის სეზონიდან ნერგების დარგვა დაიწყება, მანამდე გაზაფხულსა და ზაფხულში განხორციელდება ტერიტორიაზე ღობის მთლიანობის აღდგენა, დამატებითი ტერიტორიების შეღობვა, ეროზია საწინააღმდეგო ღონისძიებები,”- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ბორჯომის ხანრძართან დაკავშირებულ გამოძიებას, მინისტრის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ კავშრზეა სამართალდამცავ ორგანოებთან. მინისტრი განმარტავს, რომ ასეთ დროს გამოძიების საბოლოო შედეგების მიღება რთულია.