სოციალურ ქსელში კოტე იანტბელიძე საინტერესო იდეას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას – კოტე წერს, რომ 8 აგვისტოს მოახლოვების კვალდაკვალ ფიქრობს, რომ ტერმინი „დაკარგული ტერიტორიები“ სხვა სიტვათა შეთანხმებით უნდა ცანაცვლდეს.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ამჯერად წინასწარ მინდა გთხოვოთ, რამდენიმე დღეში 8 აგვისტოა და ამ დღეს ყველაზე მეტჯერ ითქმის ხოლმე “დაკარგული ტერიტორიები”.
ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ ტერმინს –
„დაკარგული ტერიტორიები“ ❌
ამის ნაცვლად უნდა დავამკვიდროთ –
„დასაბრუნებელი ტერიტორიები“ ✅
ეს უდიდესი ფსიქოლოგიური და სტრატეგიული ფაქტორია, განსაკუთრებით მომავალ თაობასთან მიმართებაში.
ძალიან მინდა, რომ ყველანი შევთანხმდეთ ამაზე“.