LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული აგრესიის 13 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გუგუტიანთკარში ჩავიდა

84
გუგუტიანთკარი

2008 წლის რუსული აგრესიის კვალი 13 წლის შემდეგაც ჩანს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ – დღეს აგვისტოს ომიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 13 წელი გავიდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, სოფელ გუგუტიანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ჩავიდა და ჯერ კიდევ მიმდინარე მცოცავი ანექსია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა დაგმო.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, სამთავრობო კომისიაც შეიქმნა, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე მუშაობს.

კომისიამ შეხვედრები უკვე გამართა ზუგდიდსა და ქუთაისში. დარსალიას განცხადებით,
რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ყველაზე მძიმე ადამიანების უკანონოდ გატაცებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g