LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა

322

24 მარტს სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება „დემონები“, რომლის რეჟისორი მიშა ჩარკვიანი გახლავთ, კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე, მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე. მთავარ როლებში კი არიან –  კახა კინწურაშვილი,ნატუკა კახიძე,თორნიკე გოგრიჭიანი,ქეთა შათირიშვილი. დემონების ავტორი ლარს ნურენი გახლავთ, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შვედი დრამატურგი.

ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g