LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ როგავამ „რუსთავი 2“ დატოვა… 5 ივლისს გუკა გამოირჩეოდა თავისი სამოქალაქო პოზიციით. პირდაპირ ამბობდა სათქმელს: ვახო სანაია

320
სანაია - როგავა

ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან წასვლის შესახებ ჟურნალისტ გურამ როგავას გადაწყვეტილებას, ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „5 ივლისს გუკა გამოირჩეოდა თავისი სამოქალაქო პოზიციით და პირდაპირ ამბობდა სათქმელს“.

როგორც სანაია წერს, გურამ როგავა „არ დაიკარგება, რადგან პროფესიონალია და ყველა ისურვებს მასთან თანამშრომლობას“.

ვახო სანაიას თქმით, დღეს მედია ისეთი სოლიდარულია, როგორც არასდროს.

„გურამ როგავამ „რუსთავი 2“ დატოვა.

5 ივლისს გუკა გამოირჩეოდა თავისი სამოქალაქო პოზიციით. პირდაპირ ამბობდა სათქმელს !

და ეს არავის გაგვკვირვებია, რადგან სწორედ ასეთს ვიცნობთ მას კოლეგები – გაბედულსა და სამართლიანს.

გუკასთვის აღარ დარჩა ადგილი იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა !

გუკა არ დაიკარგება. ის პროფესიონალია და ყველა ისურვებს მასთან თანამშრომლობას.

მედია დღეს ისეთი სოლიდარულია, როგორც არასდროს !“, – წერს სანაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g