LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

56
1

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობთ, გადმოსვენებული პირებიდან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.

პოპულალურები