LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირები დავკარგეთ“ – სამების საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების კოლეგები მივიდნენ

99
296325228_474914323966395_6996428375827768642_n

სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ პანაშვიდზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ვიზიარებ ამ დიდ ტრაგედიას. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ძალიან კარგი ადამიანები, პროფესიონალი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, გმირები დავკარგეთ, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული და კონცენტრირებული იყვნენ მოვალეობის შესრულებაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია”, – განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

შეგახსენებთ, გუდაურში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში  დილის 10 საათიდან მიმდინარეობს.

გარდაცვლილებს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ვრცლად გუდაურის ტრაგედიის შესახებ წაიკითხავთ აქ:

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია დაიღუპა

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი… შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის მეუღლის პირველი კომენტარი

მფრინავები პროფესიონალები იყვნენ, ყოველი აფრენის დროს მოწმდება ვერტმფრენები – შსს განცხადებას ავრცელებს

მფრინავი გუდაურში ჩამოვარდნილ “მი 8” ტიპის ვერტმფრენზე: “ზოგი ამბობს, გაუმართავი იყო, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა, ზედმეტია საუბარი, რომ ტექნიკა არის გაუმართავი”

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება

ვიდეო: „ჭამის პერიოდი ჰქონდათ და მთხოვა შემინახე საჭმელი, რომ დავბრუნდები შევჭამო“ – ტრაგიკულად დაღუპული კახა ტორჩინავას შესახებ მისი თანამშრომელი საუბრობს

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები