ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აფასებს და შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს თანამდებობიდან გადადგეს.
ტრამპის განცხადებით, ბაიდენმა “თალიბანს” ნება დართო და დაუშვა, ავღანეთი ხელში ჩაეგდო და სწორედ ამიტომ, მისივე სიტყვებით, ახლა ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ უნდა გადადგეს.
“ეს არ უნდა იყოს დიდი საქმე, რადგან ის არ იყო ლეგიტიმურად არჩეული”, – განაცხადა ტრამპმა და ბაიდენი გააკრიტიკა პანდემიის არასწორი მართვის, იმიგრაციის, ეკონომიკისა და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო.
მისივე თქმით, ავღანეთიდან გასვლა იქნებოდა “ბევრად განსხვავებული და ბევრად უფრო წარმატებული”, თუ თავად იქნებოდა პრეზიდენტი.
“რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთთან მიმართებაში ჩაიდინა, ეს იყო ლეგენდარული. ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება ამერიკის ისტორიაში!”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა გასცა ბრძანება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამერიკელების ყოფნა ბოლო 20 წლის განმავლობაში მიუღებელი იყო.
გუშინ კი დაჯგუფება “თალიბანის” წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს.
ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთისკენ გაფრინდა.
დაჯგუფების წევრებმა ყოფილი პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს, ათასობით მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ცდილობს, ქვეყანაში ვითარება უმართავია.
ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს ჩანიშნულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.
