LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური შევიწროვება და გარყვნილი ქმედება – 15 წლის მოზარდი დაზარალებულად ცნეს

170

15 წლის მოზარდი, რომელმაც მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაზარალებულად ცნეს.

გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში არასრულწლოვანი ადვოკატთან და სამართალდამცველებთან ერთად დღის ბოლოს პედაგოგის ავტოფარეხსა და საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა – იქ, სადაც დაზარალებულის ინფორმაციით, ასაკოვანმა მამაკაცმა მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტებიც, მოგვიანებით კი არასრულწლოვანი კიდევ ერთხელ გამოიკითა.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

66 წლის მამაკაცს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g