LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი თაობა გვჭირდება, რომელსაც წარსულის ცოდვები არ აქვს“ – რა შანსები აქვს „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატს

79
ana 44

ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია „ლელოს“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილის დასახელების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მისი შანსები ძალიან მცირეა, თუმცა იქვე დასძენს, რომ პრეცენდენტი, რომ ქალი კანდიდატი დასახელდა, კარგია.

მისივე თქმით, ბიბილაშვილს საზოგადოების მხრიდან მაღალი ცნობადობა არ აქვს, თუმცა, საგაგიეროდ, ნეგატიური რეიტინგიც, პრაქტიკულად არ გააჩნია, რაც მისასალმებელია.

"ლელომ" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი დაასახელა

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებით უნდა დასრულდეს ეტაპი, როდესაც თბილისს ართმევენ როგორც აწყმოს, ისე მომავალს.

„საერთოდ, მერი ქართულ ქვეცნობიერში ქალთან ასოცირდება. ეს კიდევ ერთი დამატებითი პლუსია. ანა ბიბილაშვილის მერობის კანდიდატად ყოფნა მრავალფეროვნებისთვის კარგია. ასევე კარგია ხალხისთვისაც, რადგან ჩვენ პოლიტიკაში ახალი თაობა გვჭირდება.

ახალი თაობა, რომელსაც არ აქვს წარსულის ცოდვები, თანამედროვე ხედვები აქვს. თუ ამ წუთისთვის არა, სამომავლოდ ეს მისი პოლიტიკური კარიერისთვის ძალიან კარგი სტარტი იქნება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, ბიბილაშვილს ძალიან ბუნდოვანი შანსები აქვს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ კანდიდატის მაქსიმუმი – ხუთეულში მოხვედრა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g