LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა საქართველოში

267
fortuna.ge (14)

ბოლო ოცწლეულში უძრავი ქონების ძიების ხერხები და პროცესი სხვადასხვაგვარი იყო – უბნის მაღაზიებში დატოვებული ამბები გასაყიდი სახლის შესახებ, განცხადებები ქუჩებსა თუ სადარბაზოებში, სამაკლერო ბიუროები და მშრალი ხიდი, რომელიც უძრავი ქონების „ჰაბი“ იყო იმ პერიოდში. მაძიებლები და ქონების გაყიდვით დაინტერესებული პირები საწადელს აღწევდნენ, მაგრამ ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

დაახლოებით სამი წლის წინ, გამოჩნდა პლატფორმა Area.ge, რომელმაც სჯულზე უმტკიცესი ჩვეულება თითქმის გააქრო ჩვენი რეალობიდან და გააციფრულა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისები.

არეაზე წარმოდგენილია გასაყიდი, გასაქირავებელი, დასაგირავებელი სახლების, მიწის ნაკვეთების, საოფისე ფართების, მშენებარე თუ ახალაშენებული ბინების შესახებ არსებული ინფორმაცია.

განცხადებები ზედმიწევნით აღწერს ქონების მდგომარეობას. არეას პრემიუმ სერვისის – 3დ ტურის მეშვეობით შესაძლებელია მაძიებელმა ვირტუალურად დაათვალიეროს გასაყიდი ქონების ექსტერიერი, ინტერიერი, სადარბაზო, ოთახების გეგმარება, განლაგება, მეტიც, აზომოს ფართი და მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე ადგილზე მისვლის გარეშეც კი.

თუ უძრავი ქონების გაყიდვით ხართ დაინტერესებული და გაინტერესებთ როგორია თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება, არეა გთავაზობთ ქონების შეფასებას. სერვისი 3 განსხვავებულ მეთოდს მოიცავს, რომლისგანაც თავად შეარჩევთ თქვენთვის უფრო საჭიროს.

სარეკომენდაციო შეფასება – ეს გახლავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა სპეციალისტების ჩართულობით; განაცხადის გაკეთებიდან 4 საათში, ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დასკვნას.

პროფესიონალური შეფასება  – ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. განაცხადის გაკეთებიდან 1 დღეში, ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან დოკუმენტს.

საორიენტაციო შეფასება – საუკეთესოა თუ გსურთ, წარმოდგენა შეიქმნათ გასაყიდი, ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე. შეავსეთ შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით.

იპოთეკური სესხის მოთხოვნა უძრავი ქონების შესაძენად

გარდა უძრავი ქონების შეფასების და ძიების პროცესისა, არეა ერთვება ფინანსურ საკითხებშიც და გაძლევთ საშუალებას, საიტიდანვე მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ქონების შესაძენად, ისე, რომ არ დაგჭირდეთ ბანკში მისვლა, დამღლელ რიგებში დგომა და სხვადასხვა პროცედურების გავლა.

სანამ სესხს აიღებთ, არეადან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სესხის ოდენობის, თანამონაწილეობის, საპროცენტო განაკვეთის შესახებ, მეტიც, სესხის კალკულატორი წინასწარ გამოგითვლით დაახლოებით რამდენი გექნებათ ყოველთვიურად გადასახადი და რამდენი წლიანი იქნება სესხი.

ინფორმაციის მიღების შემდეგ, ავსებთ აპლიკაციას მხოლოდ პირადი მონაცემებით  და გააგზავნით მოთხოვნას ბანკში. რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი და გააგრძელებს სესხის აღების პროცედურას. ასე მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი არეა Area.ge-ს დახმარებით.

 R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g