LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლზე ძალადობის გამო ქმარს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა

109

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2018 წლის 12 იანვარს, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მეუღლეს მუშტის მრავალჯერადი დარტყმით გაუსწორდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

დამნაშავეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g