„ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე კი, რომელიც თავკვეთულას მონასტრის ბერის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას უკავშირდებოდა, თურნავამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევას არ იცნობს, თუმცა მედია თავისუფალი და დაცულია.
„კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ შემთხვევას არ ვიცნობ, თუმცა ზოგადად, ჩვენი პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და მედია თავისუფალია, დაცულია და მედიის მიმართ რაიმე აგრესიის გამოხატულება მიუღებელია. მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.