LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი სოფო ბერიძე: “დღეს გადამწყვეტია – დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, ქუდზე ექიმი გამოიძახეთ… ექიმი და არა დიპლომი, მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს…”

8485
სოფო-ბერიძე

“დღეს გადამწყვეტია – დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!”,- ამის შესახებ ექიმი სოფო ბერიძე წერს სოციალურ ქსელში და კოლეგებს მიმართავს.

“დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ….

ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ- ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც…

გვაკმაყოფილებს?

არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე – ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!

– ქუდზე ექიმი გამოიძახეთ…

– ექიმი და არა დიპლომი.

ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდ ექიმებო – რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა!

ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს… ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას…”,- წერს სოფო ბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები