LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ… აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს: ამირან გამყრელიძე

520
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წლის დაწყება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა იქნება და ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი.

მისივე განცხადებით, განიხილება ბავშვების ვაქცინაციის პროცესში ჩართვაც, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ.

„ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე.

გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, არჩევითად ანუ სელექტიურად, სკოლებში დაიწყება სწავლა იქ, სადაც გვექნება ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა. შესაბამისად, ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

magti 5g