დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრ სკოლაში სწავლა 4 ოქტომბერს აუცილებლად უნდა აღდგეს.
„სკოლებში სწავლა უნდა განახლდეს, აუცილებლად უნდა განახლდეს. დისტანციურ სწავლებას უნივერსიტეტები კიდევ უფრო მიეჩვივნენ და იქ ეს დიდი პრობლემა არაა. ალბათ 21-ე საუკუნეში პანდემის შემდეგ ეს უფრო ფართოდაც მოიკიდებს ფეხს. მაგრამ სკოლაში უნდა იყოს დასწრებული სწავლება.
დიდ პროექტს ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად.
შეირჩა დიფერენცირებულად 400-500 სკოლა ჯერჯერობით რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია და აქ გვინდა ძალიან სწრაფად, 4-ში უნდა აღდგეს, აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც გამოცხადდა, სწავლა საკმაოდ დიდ რაოდენობა სკოლებში, ამიტომ ჩვენ ყველა მოსწავლე, ყველა მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ. მხედველობაში მაქვს პისიარი ან სწრაფი ტესტით, ვმუშაობთ ამ საკითხზე”, – განაცხადა გამყრელიძემ „ფორმულას ეთერში.