LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემა აქვთ, გაზრდილია ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა – ონლაინ სწავლების ნეგატიური შედეგები სპეციალისტების თვალით

267
confused-little-school-boy-sitting-table-with-school-tools-putting-hands-cheeks-141793-121370

გადაწყვეტილება მიღებულია – ახალი სასწავლო წელი კვლავ საკლასო ოთახებს მიღმა, დისტანციურად დაიწყება.

ხელისუფლება ფაქტს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირებს. საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, სახელმწიფომ თავიდან ვერ აირიდა ეპიდსიტუაციის გაუარესება და შედეგად კვლავ ონლაინ სწავლება მივიღეთ.

ბავშვები აკადემიურ რეგრესს განიცდიან - UNICEF-ის წარმომადგენელი სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი?, - აცხადებს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, როდის დაუბრუნებიან ბავშვები საკლასო ოთახებს, მოვისმინეთ მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტება, რომლის მიხედვითაც, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

სპეციალისტების აზრით, ონლაინსწავლების სავალალო შედეგები წლების მერე თვალსაჩინო გახდება. ამ ეტაპზე კი უკვე გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – გაზრდილია ბავშვების  მიმართვიანობა ფსიქოლოგებთან. დღის უმეტესი ნაწილის კომპიუტერთან გატარებამ და სახლში ყოფნამ ისინი ბევრად ემოციურები გახადა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ისინი „შფოთისა და ღელვის მდგომარეობაში არიან“.

თემაზე „ფორტუნა“ სპეციალისტებს ესაუბრა.

„უკვე მესამე სასწავლო წელი იწყება კოვიდპანდემიის  პირობებში. პანდემიის დაწყებიდან 2 წელია გასული და არაფერი გაუკეთებია სახელმწიფოს , რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ და შეუფერხებლად წარმართულიყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობას 2 წელი ჰქონდა საკითხის მოსაგვარებლად, ცალსახად ნათელია, რომ არაფერი გაკეთდა. არ იყო რთული პროცესი, მარტივი საქმე იყო (დროის თვალსაზრისით) რომ სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში, შესაძლებელი ყოფილიყო ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის დაცვა” – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის იმ დონემდე კონტროლი, რომ სკოლების გახსნა შესაძლებელი ყოფილიყო.

მაშინ, როდესაც ჩვენ ვიგებთ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ჯანმოს განცხადებას, რომ სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე პირველი და დაიხუროს ყველაზე ბოლოს, გვეუბნებიან, რომ ჩვენი შვილები 2 კვირაში სკოლებში ვერ წავლენ, იმიტომ რომ ჩიხში ვართ.

 

არ გვეუბნებიან, ვინ შეგვიყვანა ამ ჩიხში და რატომ მოვხვდით ამ ჩიხში, უბრალოდ გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის.

მე მაქვს კითხვა: თუკი შეიძლება, რომ ჩემს შვილებთან ერთად მოლში წავიდე, გავერთო და ფილს ვუყურო, რატომ არ შეიძლება, რომ ბავშვმა იაროს სკოლაში. ეს არის შეკითხვა, რომელსაც ჩემი შვილი მისვამს და მე პასუხი არ მაქვს.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, ბავშვი ამ ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს ხმის უფლება არჩევნებში“, – ამბობს კავთუაშვილი „ფორტუნასთან“.

 

რას ამბობენ მშობლები

 

„მშობელი ბევრნაირია…  მათი მოთხოვნების გათვალისწინება, მათ შორის ხელისუფლებას უჭირს იმიტომ, რომ მშობლების მასა არის ძალიან დიდი და ყველანაირ ადამიანს შეხვდები მშობლის რანგში.

სკოლაში არსიარული არ ნიშნავს, რომ ბავშვი დაცულია კორონავირუსისგან. ბავშვს შეიძლება დელტა შტამი გადაედოს გარემოვაჭრე მშობლისგანაც.

მაგრამ ერთი, რაც ყველა მშობელს გვაერთიანებს არის ის, რომ კარგად ვხედავთ, როგორ გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ ჩვენს შვილებს ყოფნა.

უჰაერობაში და უმოძრაობ ყოფნისას ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა. მათ შორის ფსიქიკური და ფიზიკური.

თქვენ თუ გამოკითხავთ ფსიქოლოგებს, აბსოლუტურად ყველა მათგანი გეტყვით, რომ ასეთი მოთხოვნა მათ მომსახურებაზე არასდროს ყოფილა.

 

 

ამას გარდა არსებობს უახლესი კვლევები პანდემიით გამოწვეული სასკოლო დანაკარგების შესახებ, ასევე არსებობს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში სადაც, ასევე, საუბარია რა ზიანს აყენებთ ბავშვებს ონლაინ სწავლება.

ის ზიანი, რომელსაც დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, 5 და 10 წლის შემდეგ ძალიან მძიმედ მოგვიბრუნდება.

ვერ ვხვდები, ამას ვინმე რატომ ვერ უნდა ხედავდეს. მესმის, რომ ბევრი ადამიანი არის შეშინებული და არ უნდა, რომ ბავშვი სახლიდან გაუშვან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ნაწილი მშობლების, რომლებიც აბსოლუტურად აცნობიერებენ, რამხელა რისკის მატარებელია ამდენი ხნით ბავშვის სახლში ყოფნა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საკლასო ოთახებში სწავლა რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

ჩვენ მოვისმინეთ განხცხადება, რომ სწავლა არ დაიწყება, მაგრამ არ მოვისმინეთ, რა კეთდება იმისთვის, რომ სწავლა დაიწყოს.

სახელმწიფომ იზრუნა მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე? რომ ვაქცინაციით მათ ჩიპს არავინ უდგამს და ეს არის მითი?

ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით არ იმუშავა.

მასწავლებელთა ვაქცინაცია დაიწყო მხოლოდ იმიტომ რომ UNICEF-მა დაიწყო კამპანია. მშობლებთან ამ თემაზე არავის უმუშავია.

რაიმე კრიტერიუმი აქვთ დადგენილი, რა შემთხევაში დაიწყება სწავლა? ის არაა კრიტერიიუმი, რომ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცილდება.

ჩვენ ძალიან ბევრნაირი სკოლა გვაქვს, რატომ უნდა იყვნენ ისინი ერთნაირ პირობებში და რატომ უნდა უყურებდნენ  უზნაძის 52 ნომერში მყოფი მინისტრის გადაწყვეტილებას?

მაშინ, როდესაც მათ თავად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება – მაგალითად აითვისონ ღია სირცეები, კვირაში ერთხელ მოაწყონ ბავშვების შეკრებები უსაფრთხოების დაცვით. ამის უფლება ნებრისმიერ სკოლას არ აქვს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას იღებს უზნაძის 52 ნომერში მდებარე სამინისტრო.

 

 

სამინისტროს მიერ გადაიხედა ფინანსები, ან მოიძია თანხები იმისთვის, რომ კლასებში ბავშთა კონტინგენტი შეემცირებინა?

მესმის, რომ პოსტი მნიშვნელოვანია, მაგრამ იქნებ სპორტსმენებისთვის მილიონების დარიგებას სჯობია, რომ ეს თანხები ბავშვებისკენ მივმართოთ?

იქნებ მანქანების ფონდის განახლებას სჯობია, რომ ეს თანხები სკოლებისკენ მოვმართოთ?

დავუშვათ, რომ დისტანციური მეთოდით სწავლა აუცილებელია, მაგრამ დისტანციური სწავლების მეთოდები დაინერგა?

ბაღების რესურსზე არავის უფიქრია. შეიძლება თუ არა, რომ ბავშვების ისე გადანაწილება მოხდეს, რომ ბავშვებს ურთიერთობა მაინც ჰქონდეთ? ბაღის დანიშნულებაა, რომ ბავშვმა თავისი თავის სოციალიზაცია მოახდინოს – ამაზე არავის უფიქრია.

ეს საკითხი იმიტომ არ დგას დღის წესრიგში,  რომ დიდმა ბიძიებმა მათზე არ იზრუნეს,“ – ამბობს „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი.

„პირადად მე მაქვს ამბიცია, რომ ვარ კარგი მშობელი, მაგრამ მე ყოვლისშემძლე არ ვარ.  არის რაღაცეები, რაც ყველაზე კარგ მშობელსაც კი არ შეუძლია, რომ შვილს მისცეს, მაგალითად თანატოლებთან ურთიერთობა“… – აცხადებს კავთუაშვილი.

 

პანდემიის განმავლობაში ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემა აქვთ

 

„მესამე აკადემიური წელი იწყება, როდესაც მოსწალეებს  დისტანციურ რეჟიმში ყოფნა უწევთ. ეს არის არამხოლოდ არასაურველი, არამედ არასასურველი შედეგის მომტანი.  საქმე ეხება სკოლის ყველა საფეხურს და არა მხოლოდ დაწყებით კლასებს. სკოლა არამხოლოდ სწავლის მიღების, არამედ სოციალური უნარჩვევების მიღების ადგილია.” – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია PH international-ის წარმომადგენელი მარინა უშვერიძე.

“პანდემიის განმავლობაში ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემა აქვთ. ემოციურად ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შფოთისა და ღელვის მდგომარეობაში არიან. შესაბამისად სტრესის დონეებმა მოიმატა.

გარდა ამისა, ბავშვებში არის მოძრაობის დეფიციტი.

ასევე არის მოწყობილობების დეფიციტი. ოჯახში, სადაც თუნდაც ერთი ბავშვია, შეიძლება არ იყოს შესაძლებლობა, რომ ბავშვმა მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ სწავლებაში.

გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ გარემოც შეიძლება არ იყოს ისეთი, რომ მოსწავლემ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მიკროფონი და კამერა ჩართოს.

ოჯახში ხშირად არაა ის გარემო რომ მოსწავლემ კამერა ჩართოს და საჯარო გახადოს ის ფონი, რაც მასთან არის… არ აქვს ყველას დიდი ფართი.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რაც მოსწავლის აკადემიურ შედეგებს ხელს უშლის“,  – აცხადებს მარინა უშვერიძე.

 

ვისი ბრალეულობა იკვეთება

 

„ძალიან ბევრი დრო გვქონდა იმისთვის, რომ გაგვეგო, რა შეზღუდვებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური პრობლემები არ შეიქმნას.

თუ ბოლო რამდენიმე თვეს გადავავლებთ თვალს,  შეცდომებს დავინახავთ. 24 ივნისს გამოცხადდა, რომ ჯარიმები გაუქმნდებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები დაარღვიეს.

ეს ძალიან ცუდი გზავნილი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის და სილის გაწვნა კანონმორჩილი ადამიანისთვის.

ისრაელში 2,5 მილიონამდე ბავშვი ბაღებსა და სკოლებში ბრუნდება

ყველას, ვინც შევა სკოლაში ან საბავშვო ბაღში, მოუწევს წარმოადგინოს კოვიდპასპორტი ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგი.

ამან, რასაკვირველია, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 28 ივლისს 3 ათასი შემთხვევა იყო, ანუ ჯარმების გაუქმებიდან ერთი თვის თავზე.

უკვე მაშინვე ვამბობდი, რომ შეზღუდვები აუცილებელი იყო, რადგან სასწავლო წელი ახლოვდებოდა.

მართლაც, 2 კვირაში 2-ჯერ სამი ათასი შემთხვევა გვქონდა. მახსოვს 6 ათასზე მეტი შემთხვევა იყო 10 აგვისტოს, რომლის მერეც დაიწყეს შეზღუდვების გამოცხადება, რომლის ნაწილიც არ სრულდება.

იმ შედეგის მიზეზი, რაც მივიღეთ, არის წინდაუხედაობა. ახლა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მოსწავლეების ხარჯზე და  სასწავლო პროცესის ონლაინ უნდა დაიწყოს…

მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ხმა და საკუთარი საჭიროებების ადვოკატირება, იტანჯებიან და მძიმე მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები.

თურმე, საქართველოს ყველა მოსწავლე ბინაში უნდა გამოვკეტოთ და არ მივცეთ მათ საშუალება, რომ სკოლებში ისწავლონ.

მე ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები. ჩვენ არაფერი გავაკეთეთ, რომ ეს რეალობა არ დამდგარიყო და არ მგონია, რომ ხვალ რამეს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს“. – ამბობს „ფორტუნასთან“ მარინა უშვერიძე.

 

შესაძლოა თუ არა, რომ გამოსავალი იყოს ვაქცინაცია

 

„არარეალისტური მოლოდინია, რომ მასწავლებლების 80 პროცენტის აცრა გამოსავალი იქნება.

ამ დროისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

პროპაგანდა კი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მასწავლებლების 80% აცრილი იქნება და მეორე – ყველაზე დიდი პრობლემა.

დიდ ქალაქებში სკოლებში ერთ მასწავლებელზე არის 30 მოსწავლე. თუკი მოსწავლის ოჯახის წევრები არ იქნებიან აცრილი, დაინფიცირების რისკი მაინც დიდია.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ბავშვების ვაქცინაცია 12 წლის ზემოთ შემოდგომიდან დაიწყება. ამას თითოეული ოჯახი თავის შეხედულებების მიხედვით გადაწყვეტს და საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება ჩვენ არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ 12 წლის ზემოთ აცრილი ბავშვების მნიშვნელოვანი პროცენტი იარსებებს საქართველოში რამდენიმე თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში,“- აცხადებს PH international-ის წარმომადგენელი.

 

როგორი უნდა იყოს პანდემიური სკოლა

 

„იგივე უნდა გავაკეთოთ, რასაც აკეთებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა – მათ მშვენივრად აქვთ ეს საკითხი გამოკვლეული და არ მგონია, პანდემიის საშიშროება არ ესმოდეთ. ისინი ფიქრობენ, რომ განათლების უვადოდ გადადება არ შეიძლება.

სამი წელი ძალიან დიდი ეპოქაა ბავშვის ცხოვრებაში.

გერმანიის მაგალითს გეტყვით:

  • სკოლებში უბრალოდ აწყვია სწრაფი ტესტების დიდი მარაგი. (ეს ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი პრევენციის საშუალებაა).
  • აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია.
  • მცირე ჯგუფებად ბავშვების სკოლაში დაბარება.
  • ამინდიდან გამომდინარე როცა შესაძლებელია, ღია სივრცეში სხვადასხვა აქტივობებისა და თუნდაც გაკვეთილის ჩატარება.

 

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ 25-05-2021

 

არსებობს მდიდარი ქვეყნების გამოცდილება. მათ იმის მაგივრად, რომ გაეხსნათ რესტორანი და დაეკეტათ სკოლა, შემოიღეს უსაფრთხოების წესები და ისინი მხოლოდ ქაღალდზე არ დატოვეს, აღასრულეს.

ის, რაც დღეს სკოლებში ხდება, შედეგს (კატასტროფულ შედეგს), წლების შემდეგ აუცილებლად მივიღებთ.

ბევრგან წავიკითხე გულუბრყვილო მოსაზრება. ახლა რა დროს სკოლაა, ჯერ პანდემიას მივხედოთ და პანდემია, რომ წავა, განათლებას ამის შემდეგაც მოვახერხებთო.

სასწავლო პროცესი გაწერილია და როგორ წარმოგიდგენიათ ჩავარდნილი სამი აკადემიური წელი როდის უნდა აანაზღაუროს მეორეკლასელმა, ან ნებისმიერმა კლასელმა? ეს არაა ანაზღაურებადი.

ლოგიკური ვარაუდია, რომ მომავალში არაკვალიფიციური პროფესიის მქონე ადამიანები გვეყოლება. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ განათლების დონით ბევრად ქვემოთ ჩამოვინაცვლებთ, “ – ამბობს მარინა უშვერიძე „ფორტუნასთან“.

 

ახალი შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს – საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება – ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებს

ბავშვები აკადემიურ რეგრესს განიცდიან – UNICEF-ის წარმომადგენელი სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება – ჩხენკელი

ისრაელში 2,5 მილიონამდე ბავშვი ბაღებსა და სკოლებში ბრუნდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g