LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში 2,5 მილიონამდე ბავშვი ბაღებსა და სკოლებში ბრუნდება

108
image-2021-09-01-182238

ვირუსის გავრცელების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, ისრაელში თითქმის 2,5 მილიონი მოსწავლე, საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასის ჩათვლით, სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებს. ამის შესახებ  Times of Israel წერს.

გამოცემის ცნობით, ყველას, ვინც შევა სკოლაში ან საბავშვო ბაღში, მოუწევს წარმოადგინოს კოვიდპასპორტი ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტი ეკონომიკის გახსნა და ბავშვების სკოლაში დაბრუნება იყო.

ამასთან, ნაჩმან აშმა იმედი გამოთქვა, რომ დაწესებული შემზღუდავი ზომები, კორონავირუსის გავრცელების რისკს შეამცირებს.

ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ღია ეკონომიკა და ღია განათლების სისტემა”, – აცხადებს ისარელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევაში სკოლები დაიხუროს, როგორც ეს შარშან რამდენჯერმე მოხდა, თუმცა აქვე, აცხადებს, რომ ახლა მათი მორალური ვალდებულებაა ბავშვები სკოლებში დააბრუნონ.

ცნობისთვის, ორშაბათს ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დღიური შემთხვევების რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g