“ტიკარაძე კლავს” – აქცია ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან “ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებთან ერთად გამართა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
“ამ პანდემიის პერიოდში რამდენიმე ბრიფინგი ჩავატარე და შევთავაზე ბევრი პროექტი იმისათვის, რომ ქვეყანა ამ დღეში არ ჩავარდნილიყო. ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული წინადადებები , მაგრამ არავინ არ გამოგვეხმაურა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიღებდით ჩვენ თავზე პასუხიმგებლობას.
რა მივიღეთ? საქართველოში იღუპებიან ადამინები. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ მინისტრი ტიკარაძე გვკლავს. გვკლავს თავისი უცოდინრობით, არაპროფესიონალიზმით და უპასუხისმგებლობით და მივიღეთ ეს სავავალო მდგომარეობა. აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ უნდა წავიდნენ, რადგან ყოველი დღე არ ველოდებოდეთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” , – განაცხადა სურგულაძემ.