სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს თვისობრივადახალ დონეზე აიყვანს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავითზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის ძირითადი თემატიკა ორმხრივი თანამშრომლობის ყველაძირითადი მიმართულება იქნება.
„ეს მისი პირველი ვიზიტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემატიკა იქნება ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც პოლიტიკურ სფეროში, ასევე რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით“ – განაცხადა ზალკალიანმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით საუბარი შეეხება, ეკონომიკურ, კულტურულ და ვაჭრობს საკითხებს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი ერთობლივიჩართულობა და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.