ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ განცხადება გაკეთდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განცხადებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს.
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა, გუშინ თელეთში დააკავეს.