როგორც მოსალოდნელი იყო, ბიონსე სცენას ტრიუმფით დაუბრუნდა. მუსიკოსი Coachella-ს მუსიკალური ფესტივალის ჰედლაინერი გახლდათ და დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზა მაყურებელს. მთელი წარმოდგენის მანძილზე ბიონსემ კოსტიუმი ოთხჯერ გამოიცვალა. ერთ-ერთი გამოსვლისას კი ნეფერტიტის იმიჯი მოირგო და განუმეორებელი პერფორმანსით დაგვამახსოვრა თავი. მოგვიანებით მუსიკოსი სცენაზე ჯინსებითა და მაისურით გამოვიდა. ცნობილია, რომ ფესტივალისთვის ბიონსეს კოსტიუმები წელს Balmain-ის მოდის სახლმა შექმნა. ბიონსემ პოპულარული ჰიტები მეუღლესთან შეასრულა, ბოლოს კი სცენაზე ლეგენდარული Destiny’s Child-ის გოგონებთან, კელი როულენდთან და მიშელ უილიამსთნ ერთად გამოვიდა. ყველაზე ორიგინალური ნომერი კი სცენაზე ბიონსესა და მისი დის, სოლანჟის დუეტი გამოვიდა.
https://www.youtube.com/watch?v=Xx71s5fLmhU
ჯამში „გრემის“ ტრიუმფატორი მომღერლის წარმოდგენა Coachella-ზე იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ფესტივალს წელს Beychella-ც კი უწოდეს.