LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა გავხდები ისნის რაიონის მაჟორიტარი, უფასო სასადილოში მოხუცებს, ავადმყოფ ადამიანებს ფეხით არ ვატარებ, ცხელ საკვებს სახლში მივუტან – ლანა გალდავა

85
BeFunky-collage (2)

“ლელო საქართველოსთვის” ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლანა გალდავამ რადიო “ფორტუნას” ეთერში წინასაარჩევნო პროგრამაზე და იმ გამოწვევეზე ისაუბრა, რაც ისნის მოსახლეობას აწუხებს.

როგორც ლანა გალდავამ აღნიშნა, ისნის რაიონში უკვე მეორედ იყრის კენჭს და მისი მთავარი კონკურენტი ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

„ისნის რაიონში მეორედ ვიყრი კენჭს, შარშან 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ვიყრიდი კენჭს და გადავწყვიტე, რომ წელსაც მეყარა, რადგანაც ეს არჩევნები რეფერენდუმია.

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ჩავთვალე, რომ ისევ უნდა მეყარა კენჭი. ის იდეები, გამოცდილება რაც მე ამ რაიონში დავაგროვე, მინდა, რომ მაქსიმალურად მოვახმარო მოსახლეობას.

რაც შეეხება ისანთან ჩემს დამოკიდებულებას, ეს არის თბილისში 2 რაიონი, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლოა. პირველი არის მთაწმინდა, სადაც მე გავიზარდე და მეორე რაიონი ისანი, სადაც ნახევარი ბავშვობა მაქვს გატარებული ეს არის ბებიაჩემის სახლი, კარგად ვიცნობ ამ რაიონის პრობლემატიკას.

ძალიან რთული რაიონია იმ თვალსაზრისით, რომ მრავალფეროვანი არის ისანი, იწყება ბარათაშვილის აღმართიდან და გრძელდება ძალიან დიდ ფართობზე, ბევრი პრობლემაა.

ისტორიულად ავლაბარს თუ გავითვალისწინებთ, აქ არის ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები, მასთან დაკავშირებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის პრობლემატიკა, ამავდროულად ძეგლის სტატუსის პრობლემები, მერიის მიერ გაჯანჯლებული საქმეები, როდესაც არც სტატუსს უხსნიან, არც სტატუსის ფარგლებში არ არემონტებენ.”-აღნიშნა გალდავამ.

ლანა გალდავამ ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რასაც უშუალოდ მოსახლეობისგან ყოველდღიური შეხვედრების დროს ისმენს.

ავლაბრით თუ დავიწყებთ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, ავარიული სახლები, არის ასევე ჰოსტელების პრობლემა, ეს ისტორიული ნაწილი თავს ირჩენდა მუდმივად სახლის გაქირავებით და დღეს, როდესაც პანდემიაა 2 წლის განმავლობაში, ისინი დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე.

გარდა ამისა ეს რაიონი არის ძველი ქარხნების ტერიტორიაზე, ქარხნებში დასაქმებული მუშები, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, დასახლებულია ძირითადად იმ ხალხით, რომელიც ყოველდღიური საათობრივი ანაზღაურებით ცხოვრობენ. შესაბამისად, პანდემიამ დაარტყა ყველაზე მეტად მათ.

დღეს მთავარი პრობლემაა ის, რომ ფულადი ერთეული არ აქვთ ოჯახში, პენსიონერი თუ არ ჰყავთ ოჯახში მათ ფულადი ერთეული არ გააჩნიათ.

ძალიან მძიმე ვითარებაა სოც დაუცველების კუთხით, უფასო სასადილოების კუთხით, ვერ წარმოიდგნეთ, 5000 ადამიანია უფასო სასადილოს ბენეფიციარი და 3-ჯერ მეტი არის რიგში.

მე ვისურვებდი ისეთ თბილისს, სადაც უფასო სასადილო არ იქნება.

მაგრამ სანამ არსებობს ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებული.

მე როდესაც გავხდები ამ რაიონის მაჟორიტარი, გარდამავალ ეტაპზე, უფასო სასადილოში მოხუცებს, ავადმყოფ ადამიანებს ფეხით არ ვატარებ, ცხელ საკვებს სახლში მივუტან, ეს არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი.

როგორც შარშან ასევე წელს, მთავარი კონკურენტი არის „ქართული ოცნება“.

არ დავკონკრეტდები სახელით და გვარებით, ამათ აღვიქმამ კონკურენტად იმიტომ, რომ ისინი მუდმივად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ამ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ არაკანონიერად.

ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ჩვენ ყველანი მივილტვით იმისკენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებიდან.“-განაცხადა ლანა გალდავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g