„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ალიანსში პარტია „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლანა გალდავა ეხმაურება.
ლანა გალდავას სიტყვებით, „საერთოდ წარმოუდგენელია, რაზე და რა ალიანსებში გაერთიანებაზეა საუბარი“.
„ლელო“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო ორპოლუსიანობა და ძლივს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც არის „ქართული ოცნება“ ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობა“ ცალკე და რაღა თქმა უნდა, „ლელო“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით არის და აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ, საერთოდ წარმოუდგენელია, რაზე და რა „ალიანსებში“ გაერთიანებაზეა საუბარი.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხაზს, რაც არის დამოუკიდებლად ჩვენი პარტიის განვითარება, ის სტრატეგიები და მიზნები, რაც ჩვენ ასევე დამოუკიდებლად გაგვაჩნია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
