LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის და სულიერი სიმშვიდის მიღწევის საქმეში

166
„ლელო - ძლიერი საქართველო“

„გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ჰყავს — წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტად არჩეულ იქნა შიო მესამე (მუჯირი).

პატრიარქი შიო III – ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა – ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

„გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება“

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“ ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ილია II-ის უდიდეს ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასთან, საეკლესიო და სულიერი ცხოვრების აღორძინებასთან და ურთულეს ისტორიულ ეტაპებზე საზოგადოების გამთლიანებისადმი მუდმივ ძალისხმევასთან.

გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას, რელიგიური თავისუფლების დაცვასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, სადაც თითოეული ინსტიტუცია საკუთარი პასუხისმგებლობით ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას.

ღმერთის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, ერთობა და ღირსეული მომავალი ჰქონოდეს“, – აღნიშნავენ პარტიაში.

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g