LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ და მისი სპეცსამსახურები ფაქტობრივად ყველაფერს უსმენენ, საძინებლებში უვარდებიან რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ: ლაშა დამენია

35
ლაშა-დამენია

„ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ლილუაშვილი, რომელმაც ახლა არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი თანამდებობიდან და სასწრაფოდ უნდა გადადგეს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში, „ქართული ოცნება“ და მისი სპეცსამსახურები ფაქტობრივად ყველაფერს უსმენენ.

„საძინებლებში უვარდებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ლილუაშვილი, რომელმაც ახლა არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი და სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან, რაც შეეხება მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ამ უტიფრობისთვის, რასაც დღეს საქართველოში სჩადიან, 2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საკადრის პასუხს გასცემს  და ისინი ამ არჩევნებში აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან,“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g