სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! – ამ განცხადებით სომეხი ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი, ნიკოლ ფაშინიანი, სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება.
განცხადება პოლიტიკოსის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
“არავის შეუძლია შენ ეს გამარჯვება წაგართვას. გილოცავ, გამარჯვებულო ხალხო!“ – წერს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა დაკავებული თანამდებობა დღეს დატოვა.