LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შურისძიება 20 წლის შემდეგ? – უკავშირდება თუ არა 22 წლის ბიჭი მკვლელობა “კანონიერი ქურდის” აფეთქებას

2363
ნიკოლოზ

„მოვკვდი დღეს ამ ბიჭის ამბით.. სრულიად უცნობი ბავშვი საკუთარივით მეცოდება! საკუთარი თავიც მეცოდება და მეშინია შვილების გამო“…

„საქართველოს მომავალს მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა“.

„მამის ცხოვრების გამო, ასეთი კარგი შვილი როგორ მოხლეს“.

„მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს“!

ეს მცირე ნაწილია იმ კომენტარებიდან, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის გამო სოციალურ ქსელში დაიწერა.

გამოძიებას ჯერ მკვლელი არ დაუკავებია, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა რა ვერსიებზე მუშაობენ.

რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია?

გავრცელებული ვერსიით  მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული “ქილერია”. ვერსიას რუსთავი 2 ავრცელებს.

მეორე ვერსიით, რომელსაც ambebi.ge ავრცელებს, სავარაუდო მკვლელი დავით კაკულიას შვილის მეგობარია, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

მკვლელობა შესაძლოა, მისი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან.

20 წლის წინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო “ტბილისკი” ააფეთქეს.

კვარაცხელიების ახლო გარემოცვის წევრებიდან “პირველებთან” პირად საუბრებში, ამბობენ, რომ ბავშვობის მეგობრები, დავით კაკულია და გია კვარაცხელია ერთმანეთს ბიზნესწილების გამო დაუპირისპირდნენ.

ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო “ტბილისკი” ააფეთქეს

შედგა ე.წ. ქურდული “სხადნიაკი” ამ შეკრებიდან მალევე, კაკულია მოკლეს. კაკულიები მკვლელობის შემკვეთად სწორედ გია კვარაცხელიას ასახელებდნენ.

ვრელდება ვერსია, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია.

კადრებში ჩანს, რომ მკვლელი ობიექტს საკუთარ მანქანასთან, ხალხმრავალ ადგილზე, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, კეპით და პირბადით, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე ელოდება, შუა ქუჩაში უხსნის ცეცხლს და 9 ტყვიის გასროლის შემდეგ, ტოვებს ტერიტორიას.

ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის  შემქმნელი იყო. მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g