ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბარაკების ტიპის რამდენიმე სახლს უკიდია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ახლოსმდებარე სახლებს მალევე მოედო. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.