LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ სალომე ტატიშვილის დაღუპვაში ბრალდებულს 3 წელი პატიმრობა მიუსაჯა

506

გუდაურში დაღუპული 12 სალომე ტატიშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიმ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელითაც გიორგი ლიპარტელიანი გამართლდა გააუქმა და ლიპარტლიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში დაიღუპა – მას უკანა მხრიდან დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა.

ბრალდების მხარე ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებოდა. 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

ნახეთ ამ თემაზე “ფორტუნას” სტატია: გარდაცვლილ ბავშვს ნეკნები მაშველებმა ჩაუმტვრიეს – ადვოკატის სკანდალური განცხადება და პროტესტი სასამართლოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები