ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია, – ამის შესახებ “რუსთავი-2-ის” ეთერში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
“ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია.” – აცხადებს ჩხაიძე.
როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, ამის უკან არ დგას არც ვაქცინების დეფიციტი, არც ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობა.
“ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ვაქცინაციის და პანდემიის მიმართ,”- განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა
