პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დებატების მოთხოვნა პრეზიდენტის ან ოპოზიციის მხირდან არ ყოფილა.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება. პრეზიდენტის გამოსვლა 12 საათზე დაიწყება.