ლგბტ პირების უფლებების დასაცავად პარლამენტთან „თანასწორობის მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს, ადგილზე შეკრებილების მიმართულებით გურამ ფალავანდიშვილმა კვერცხები ისროლა.
აქციის მონაწილეები ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, გადაყენებას მოითხოვენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ სოფიო კილაძე ლგბტ პირების უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, კომიტეტს სამოქმედო გეგმაში ჰქონდა გაწერილი ჰქონდა 17 მაისს გარკვეული საგანმანათლებლო აქტივობები, რომლის განხორციელებაც კომიტეტმა გადაიფიქრა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომიტეტზე დასწრება სურთ, თუმცა, ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.