LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება რესურსს კი არ ხარჯავდა სამართლიან გამოძიებაზე, ისინი გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე ცდილობდნენ თავი დაეცვათ: გიგა ბოკერია 

43
ბოკერია - ლაშქარავა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ძალადობის აღკვეთისა და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, რესურსს იმაზე ხარჯავდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაცია შელახულიყო და ამის ხარჯზე მათ თავი დაეცვათ.

„ხელისუფლება რესურსს კი არ ხარჯავდა ძალადობის აღკვეთაზე ან სამართლიან გამოძიებაზე, ისინი გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე ცდილობდნენ თავი დაეცვათ. ეს ფორმალური დადასტურებაა იმისა, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის. ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, უტიფრად. როგორ მოექცნენ ოჯახს, როცა იქ მიცვალებული იყო, შემდეგ კი პროპაგანდა, რომელიც ავტომატურად ამოქოქეს და უზარმაზარი რესურსი დახარჯეს.

ისინი რესურს ძალადობის აღკვეთაზე ან გამოძიებაზე კი არ ხარჯავდნენ, მთელი სახელმწიფო მანქანა მომართული იყო მათ პროპაგანდაზე იმისთვის, რომ თავისი ჭკუით თავი დაეცვათ. ამისთვის გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის შელახვა ავტომატურად გადაწყვიტეს და განახორციელეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g